ფიფამ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2025 წლის საკონტინენტთაშორისო თასის მატჩების თარიღები გამოაქვეყნა.
კვირას, 14 სექტემბერს, აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პირამიდსი“ კაიროში, „30 ივნისის“ სტადიონზე ოკეანეთის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ „ოკლენდ სიტის“ დაუპირისპირდება. ამ მატჩის გამარჯვებული სამშაბათს, 23 სექტემბერს, „მეფე აბდულა სპორტს სიტის“ სტადიონზე აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ „ალ აჰლის“ დაუპირისპირდება. შემდეგ ეტაპზე გასვლის უფლების გარდა, ამ მატჩში აფრიკა-აზია-წყნარი ოკეანის თასიც გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს, 10 დეკემბერს, კონკაკაფის ჩემპიონთა თასის გამარჯვებული „კრუზ ასული“ კოპა ლიბერტადორესის მომავალ გამარჯვებულს შეხვდება, რომლის ფინალიც 29 ნოემბერსაა დაგეგმილი. შაბათს, 13 დეკემბერს, საკონტინენტთაშორისო თასის მეორე და მესამე მატჩების გამარჯვებულები ფინალში გასასვლელი ადგილისთვის ითამაშებენ, რომელიც 17 დეკემბერს გაიმართება. მეოთხე მატჩის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენს“ (უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული) შეხვდება.
საკონტინენტთაშორისო თასი ფიფას ექვსივე კონფედერაციის ჩემპიონს შორის კლუბური ტურნირია. გასულ სეზონში ტიტულის მფლობელი მადრიდის „რეალი“ იყო. „სამეფო კლუბს“ ასევე ამ შეჯიბრში ყველაზე მეტი - ოთხი ტიტული აქვს მოპოვებული.