ფეხბურთი

11:13 | 11.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

2026/2027 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდის „მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება

2026/2027 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში, „რიად ეარ მეტროპოლიტანოს“ სტადიონზე გაიმართება. ამის შესახებ ესპანურმა გამოცემა COPE-მ დაწერა.

„რიად ეარ მეტროპოლიტანო“ „ატლეტიკოს“ საშინაო სტადიონია მას შემდეგ, რაც 2017 წელს გუნდი „ვისენტე კალდერონიდან“ გადავიდა.

ადრე გამოცხადდა, რომ 2025/2026 წლების სეზონის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში, „ფერენც პუშკაშის“ სტადიონზე გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ფრანგული „პარი სენ-ჟერმენია“, სადაც ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაც თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.0973