პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ვარსკვლავმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის“ ჯილდო პორტუგალიური პრიმეირას დაჯილდოების ცერემონიაზე მიიღო.
ლიგის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 40 წლის კრიშტიანუმ „მთელი ეპოქა განსაზღვრა და წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფეხბურთში“. თავად ფეხბურთელი ცერემონიას არ დასწრებია, მაგრამ ორგანიზატორებმა აჩვენეს ვიდეო, სადაც ვარსკვლავი თავდამსხმელი ჯილდოთი დგას და სიტყვით გამოდის.
რონალდუ „ოქროს ბურთის“ ხუთგზის გამარჯვებულია. გარდა ამისა, პორტუგალიელს მოქმედი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი გატანილი გოლის რეკორდი აქვს - 943.