„ალ-აჰლის“ ინგლისელი თავდამსხმელი ივან ტოუნი მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატი ინგლისის პრემიერლიგის დონეზეა:
„ჩემი აზრით, საუდი პრო ლიგა პრემიერლიგის დონეზეა. „ალ-აჰლი“ პრემიერლიგაში რომ იყოს, მეოთხე ადგილისთვის იბრძოლებდა“, - თქვა ტოუნიმ.
შეგახსენებთ, რომ ივან ტოუნი „ალ-აჰლიში“ შარშან „ბრენტფორდიდან“ გადავიდა, რომლის მაისურით დღემდე 48 შეხვედრაში 35 გოლი გაიტანა.