ფეხბურთი

19:27 | 11.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალის" დირექტორი: "მიქაუტაძე ფანებს თავს შეაყვარებს, დავიდ ვილიას სტილის თავდამსხმელია"

„ვილიარეალის“ გენერალურმა დირექტორმა როიგ ნეგეროლესმა გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა, რომელიც დავიდ ვილიას და ემილიო ბუტრაგენიოს შეადარა.

ესპანელი მენეჯერი დარწმუნებულია, რომ ქართველი ფორვარდი „ვილიარეალის“ ფანებს თავს შეაყვარებს:

„მიქაუტაძე არის თავდამსხმელი, რომელიც ვფიქრობ, ჩვენს პუბლიკას თავს ძალიან შეაყვარებს. ქუჩის სტილის ფეხბურთელი, ძველი დროის მოთამაშე, ოდნავ ვილიას და ბუტრაგენიოს თვისებებით. ფანტასტიკური ფეხბურთელია. მასზე ძალიან დიდი ფსონი გავაკეთეთ და დარწმუნებული ვართ, დიდ შედეგებს მოგვიტანს, დაგვეხმარება და გვჯერა, რომ ბევრ რამეს მოგვცემს“, - თქვა ესპანური კლუბის დირექტორმა.

გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალს“ ექვსწლიანი კონტრაქტით შეუერთდა და 9-ნომრიანი მაისური მოირგო. ის კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. მისი დებიუტი 13 სექტემბერს, სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოსთან“ უნდა შედგეს, ხოლო 16 სექტემბერს „ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემს“ შეხვდება. მარსელინოს გუნდს ლა ლიგაში კარგი სტარტი აქვს - სამ ტურში 7 ქულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090735