უეფამ 2026-2027 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელი ქალაქი დაასახელა.
ტირანაში გამართულ აღმასკომის სხდომაზე გადაწყდა, რომ 2027 წელს ფინალს მადრიდის „ატლეტიკოს“ სტადიონი „მეტროპოლიტანო“ უმასპინძლებს, სადაც ისტორიაში მეორედ გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფინალი. 2019 წელს „ლივერპულმა“ „ტოტენჰემს“ 2:0 სწორედ ამ სტადიონზე აჯობა.
გარდა ამისა, გადაწყდა, რომ 2026 წელს ევროპის სუპერთასის ფინალური მატჩი ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში ჩატარდება.
აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს.