29 წლის კამერუნელი მეკარე ანდრე ონანა კარიერას "ტრაბზონსპორში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა და მეტიც, ონანა თურქულმა კლუბმა გულშემატკივრებს უკვე წარუდგინა.
"ტრაბზონსპორის" ინფორმაციით, ონანა კლუბში იჯარის წესით ითამაშებს და კლუბში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება. ეს იქნება მშრალი იჯარა და თურქულ მხარეს მისი გამოსყიდვა არ შეეძლება.კამერუნელი მეკარე ახალ კლუბში ტრადიციულად 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ცნობისთვის, ანდრე ონანა "მანჩესტერმა" 2023 წელს მილანის "ინტერიდან" შეიძინა, მას "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.






