თამაშგარე

12:05 | 12.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჭორები მოიზე კინის ახალ შეყვარებულზე

ფლორენციის “ფიორენტინას” 25 წლის ფორვარდი მოიზე კინი, რომელიც მოედანზე თავისი სისწრაფითა და ხისტი თამაშითაა ცნობილი, პირად ცხოვრებაში წყნარი, მშვიდი და გაწონასწორებული ყოფილა. ბოლო დღეებში ფლორენციაში აქტიურად საუბრობენ, რომ კინს რომანი აქვს ახალგაზრდა მოდელთან, რომელიც ადგილობრივ მოდის კვირეულზე გამოჩნდა.

ჭორთმოყვარეებმა წყვილი 10 სექტემბრის საღამოს ფლორენციის ერთ-ერთ ფეშენებელურ რესტორანში დააფიქსირეს, თუმცა ვერაფრით დაადგინეს გოგონას ვინაობა. კინი ჩვეული სერიოზული სახით კი აღარ იჯდა, თურმე ზედმეტად ბევრს იღიმოდა.

იტალიური ტაბლოიდები უკვე წერენ, რომ ფეხბურთელს შესაძლოა სწორედ ეს რომანი დაეხმაროს კარიერაში ახალ სტიმულს მისაცემად, რადგან ბოლო დროს თითქოს ხალისი და ჟინი ჰქონდა დაკარგული. “ფიორენტინას“ ფანებს კი ერთი სული აქვთ, მოიზე კინმა გოლების გატანას ისევ მოუხშიროს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091341