29 წლის ფრანგი ფეხბურთელი ენტონი მარსიალი დიდი ალბათობით კარიერას მექსიკის ჩემპიონატში გააგრძელებს. როგორც ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, ფრანგი ფეხბურთელი "მონტერეისთან" კონტრაქტის გაფორმებასთან ერთ ნაბიჯშია.
ენტონი მარსიალის გადაბირებით ასევე მექსიკური "პუმა" იყო დაინტერესებული, მაგრამ მოლაპარაკებები შეწყდა და საქმეში "მონტერეი" ჩაერთო. იმ შემთხვევაში თუ, შეთანხმება შედგება, ბერძნული "აეკი" მარსიალის სანაცვლოდ 4.5 მილიონ დოლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ენტონი მარსიალი "აეკის" ღირსებას გასული წლიდან იცავს, მან ყველა ტურნირზე ბერძნული კლუბის მაისურით 24 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფრანგ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში უთამაშია "მანჩესტერში", მონაკოსა" და "სევილიაში".









