სხვა

12:37 | 12.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლეგენდების მატჩი |  დინამო თბილისი VS აიაქსი 

19 ოქტომბერს, 19:00 საათზე "დინამო არენაზე" ერთმანეთს დინამოსა და აიაქსის ლეგენდები დაუპირისპირდებიან. 

ლეგენდების მატჩი დინამოს 100 წლის იბილესთან დაკავშირებით, კროკობეთის მხარდაჭერითა და Sports Orient-ის ორგანიზებით გაიმართება.

კროკობეთი, დინამო თბილისის სპონსორობის ფარგლებში, გულშემატკივრებისათვის მომავალში კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს გეგმავს.

დინამოსა და აიაქსს საერთო საკმაოდ ბევრი აქვთ. ერთ-ერთი რაც მათ აერთიანებთ, უეფას თასების მფლობელთა თასია, რომელიც დინამომ 1981 წელს, ხოლო აიაქსმა 1987 წელს მოიგო. ისინი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის სტატუსს ატარებენ.

უეფას თასების მფლობელთა თასის მოგების გარდა, დინამო ორ-ორჯერ, სსრკ-ს ჩემპიონი (1964, 1978) და თასის მფლობელი (1976, 1979) გახდა.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, თბილისურმა კლუბმა 19-ჯერ იჩემპიონა, 13 შემთხვევაში დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო და 9-ჯერ სუპერთასის მფლობელი გახდა.

დინამო თბილისი დღემდე ერთადერთ ქართულ კლუბად რჩება, რომელმაც ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. ამასთან ერთად ის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან არასდროს გავარდნილა.

იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ლეგენდების მატჩზე მოსულ გულშემატკივარს, სანახაობასთან ერთად კროკობეთისაგან უამრავი საჩუქარი და აქტივობა ელოდება.

http://tkt.ge/Dinamo100

®

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172906