სხვა

13:28 | 12.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურიამ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. "ელ მატადორის" თქმით, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით UFC-თან მოლაპარაკებები დაწყებულია.

"ნამდვილად არ მაქვს წარმოდგენა როდის იქნება ჩემი შემდგეგი ჩხუბი. ამ საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაციასთან მოლაპარაკებები დაწყებულია, რადგან ჩემი შემდეგი და მომავალი წლის გეგმები დავალაგოთ. ბრძოლის ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით და არც ის ვიცი, თუ ვინ იქნება შემდეგი მეტოქე." - განაცხადა ილიამ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლო ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირა პირველსავე რაუნდში გათიშა და მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა. როგორც პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, ქართველის შემდეგი მეტოქე დიდი ალბათობით ჯასტინ გეიჯი უნდა იყოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090933