"ევერტონის" ფეხბურთელი ჯეკ გრილიში პრემიერლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნული ჯილდო 30 წლის ინგლისელმა კარიერაში პირველად მოიგო.
ჯეკ გრილიშმა პრემიერლიგის სამ მატჩში თავი ოთხი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, კერძოდ ინგლისელმა "ბრაიტონისა" და "ვულვერჰემპტონის" წინააღმდეგ ორ-ორჯერ გაატანინა თანაგუნდელებს.
ცნობისთვის, გრილიში ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "სიტიდან" იჯარის წესით გადავიდა "ევერტონში". სამი ტურის შემდეგ, მერსესაიდელებს 6 ქულა აქვთ და მეხუთე ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ მატჩს "ევერტონი" 13 სექტემბერს "ასტონ ვილას" წინააღმდეგ გამარტავს.