ლონდონის "ჩელსის" ახალგაზრდა ინგლისელი თავდამსხმელი ლიამ დელაპი ტრავმირებულია და კლუბის დახმარებას მინიმუმ დეკემბრამდე ვერ შეძლებს. აღნიშნული ინფორმაცია "არისტოკრატთა" მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ დაადასტურა.
იტალიელი სპეციალისტის თქმით, დელაპს კუნთის სერიოზული დაზიანება აქვს და მოედანზე დაბრუნებას მინიმუმ 10-12 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. 22 წლის ფეხბურთელმა ტრავმა "ფულემთან" მატჩის საწყისს წუთებში მიიღო და მოედნის დატოვება ექიმების დახმარებით მე-14 წუთზე მოუწია.
შეგახსენებთ, რომ ლიამ დელაპი "ჩელსის" რიგებს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "იფსვიჩ თაუნიდან" შეუერთდა და მიმდინარე პრემიერლიგის გათამაშებაში მონაწილეობა სამ მატჩში მიიღო.






