ფეხბურთი

17:27 | 12.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ სლოვაკეთი ევროპის ჩემპიონად გამოაცხადა

სლოვაკეთის ნაკრები ამიერიდან ევროპის ჩემპიონია. უეფამ ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად დაადასტურდა.

სლოვაკეთს ევროპის ჩემპიონის წოდება მიენიჭა 1976 წელს ჩეხოსლოვაკიის მიერ მოგებული ტიტულის გამო. ჩეხოსლოვაკიის გაყოფის შემდეგ ხსენებული ტიტული ჩეხეთს მიენიჭა, მაგრამ ამიერიდან სლოვაკეთსაც. ამრიგად, ევროპის ჩემპიონატი არა 10, არამედ უკვე 11 ქვეყანას აქვს მოგებული, რადგან ტიტული ჩეხეთსაც შეუნარჩუნდა.

აღსანიშნავია, რომ 1976 წლის ფინალში უფრო მეტი სლოვაკი თამაშობდა (8), ვიდრე ჩეხი (3).

შეგახსენებთ, რომ ჩეხოსლოვაკიამ ევრო 76-ის ფინალში ანტონინ პანენკას ცნობილი პენალტით თერთმეტმეტრიანების სერიაში გერმანია დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170408