ფეხბურთი

18:50 | 12.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გავი ტრავმირებულია და შესაძლოა ოპერაციაც დასჭირდეს

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი გავი ტრავმირებულია და კლუბს მინიმუმ 6 კვირით ვერ დაეხმარება. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ესპანელ ფეხბურთელს კვლავ მარჯვენა ფეხის მუხლი აწუხებს, რომელზეც გავიმ 2023 წელს ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და საკმაოდ დიდი ხნით უქმობაც მოუწია.

ახლა სიტუაცია შემდეგნაირია, ექიმების გადაწყვეტილებით გავი ჯერ მკურნალობას დაიწყებს და მომდევნო კვირაში კიდევ ჩაუტარდება გამოკვლევები, რის შემდგომაც ექიმები მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩაუტარდება თუ არა ფეხბურთელს ოპერაცია.

შეგახსენებთ, რომ გავის აღნიშნული დაზიანების გამო "რაიო ვალეკანოსთან" მატჩის და სანაკრებო პაუზის გამოტოვება მოუწია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091296