ვაკო ყაზაიშვილი ფანტასტიკურ ფორმაშია და ზედიზედ მეშვიდე მატჩში გაიტანა გოლ(ებ)ი - მან ამჯერად ჰეთ-თრიქი შეასრულა.
„შანდონ ტაიშანი“ სტუმრად ლეონიდ სლუცკის „შანხაი შენჰუას“ დაუზავდა (3:3), რაც ვაკოს დამსახურებაა, რომელმაც ბოლო 7 მატჩში ერთხელ პოკერი შეასრულა, დანარჩენ ოთხ მატჩში თითო გოლს დასჯერდა.
ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 37-ე, 45-ე და 85-ე წუთებზე დალაშქრა. აღსანიშნავია, რომ „შანდონი“ სამჯერ აგებდა, მაგრამ სამჯერვე ვაკომ გაათანაბრა და გუნდს ქულა გადაურჩინა.
ვაკო ყაზაიშვილმა ბოლო შვიდ ტურში 14 გოლი გაიტანა: ჯერ ჰეთ-თრიქი შეასრულა, მას შემდეგ ზედიზედ ოთხ ტურში თითო გოლი მიითვალა, წინა შეხვედრაში პოკერი გაიფორმა და ახლა ჰეთ-თრიქი - უბრალოდ, წარმოუდგენელი სტატისტიკაა.
ვაკოს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 22 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. 22 გოლით ქართველი შემტევი ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.
„შანდონ ტაიშანი“ 41 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 სექტემბერს, „ცინდაო ჰაინიუს“ ესტუმრება.