13 სექტემბრიდან, ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ჭიდაობაში მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ცხრადღიან შეჯიბრებას დ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გახსნიან.
საქართველოს ნაკრები კონკურენციაში სრული შემადგენლობით - 10 სპორტსმენით ჩაებმება:
რობერტ დინგაშვილი (57 კგ), გიორგი ღონიაშვილი (61 კგ), გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ), გიორგი ელბაქიძე (74 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ), სოლომონ მანაშვილი (125 კგ).









