„ვილიარეალის“ მწვრთნელმა მარსელინომ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, გუნდის ახალწვეულებს მაქსიმალურად დაეხმარებიან, რათა მათ ადაპტაცია სწრაფად გაიარონ.
„სანაკრებო შესვენების შემდეგ ყოველთვის ბედნიერი ხარ, როცა ტრავმები არ არის. ყველა ძალიან ჯანმრთელი დაბრუნდა და ისინი, ვინც ნაკრებში გაიმარჯვა, კიდევ უფრო ბედნიერები არიან. მოთამაშეებისთვის საკუთარი ქვეყნის წარმოჩენა ყოველთვის განსაკუთრებულია. ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ახლა მთელი გუნდი გვყავს, რომლითაც მთელი სეზონის განმავლობაში ვიბრძოლებთ. ძალიან კმაყოფილი ვარ. ახლა წინ სამი საინტერესო, ლამაზი და რთული კვირა გველის, მაგრამ ენთუზიაზმითა და ამბიციით ვხვდებით.
ახალწვეულები? დიდი დრო არ გვქონია ერთად სამუშაოდ. ვეცდებით, მაქსიმალურად დავეხმაროთ მათ, რათა რაც შეიძლება სწრაფად ადაპტირდნენ. ბევრი თამაშია და ჩვეულებრივად ვერ ვივარჯიშებთ. ყველას ვენდობით, ყველას მივესალმებით. იმედი მაქვს, ეს შესანიშნავი გუნდი ბრწყინვალე გუნდად გადაიქცევა“, - აღნიშნა მარსელინომ.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „ვილიარეალის“ მატჩი 13 სექტემბერს, 23:00 საათზე გაიმართება. მარსელინოს გუნდმა ლა ლიგის სამ ტურში 7 ქულა მოიპოვა.