პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჟოაო მარიო ათენის „აეკში“ გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
მარიო ბერძნულ გუნდს „ბეშიქთაშიდან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.
32 წლის ფეხბურთელს თავის დროზე არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის, „სპორტინგში“, „სეტუბალში“, „ინტერში“, „ვესტ ჰემში“, „ლოკომოტივსა“ და „ბენფიკაში“, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში 56 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 2016 წელს ეროპის ჩემპიონი გახდა.