უეფას ერთა ლიგის 2026 წლის ჯგუფურ ეტაპს პირდაპირი გავლენა ექნება ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე კალათები სწორედ მომდევნო ერთა ლიგის შედეგებით დაკომპლექტდება. კერძოდ, ჯგუფებში ადგილების მიხედვით:
წილისყრაზე პირველ კალათაში მოხვდებიან: A ლიგის ოთხ ჯგუფში 1-3 ადგილზე გასული ნაკრებები.
წილისყრაზე მეორე კალათაში მოხვდებიან: A ლიგის ჯგუფების ბოლო ადგილოსნები და B ლიგის ოთხ ჯგუფში 1-2 ადგილზე გასული ნაკრებები.
წილისყრაზე მესამე კალათაში მოხვდებიან: B ლიგის ოთხ ჯგუფში 3-4 ადგილზე გასული ნაკრებები და C ლიგის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები.
წილისყრაზე მეოთხე კალათაში მოხვდებიან: C ლიგის ოთხ ჯგუფში 2-4 ადგილოსნები.
წილისყრაზე მეხუთე კალათაში მოხვდებიან D ლიგის ნაკრებები.
ერთა ლიგის ახალი სეზონი 2026 წლის სექტემბერში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ამ პერიოდში ჩატარდება ექვსივე ტური. საქართველო B ლიგაშია, სადაც წილისყრისთვის მესამე კალათაში იქნება განთესილი. ჯგუფური ეტაპის წილისყრა იანვარშია დაგეგმილი.
ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ ევრო 2028-ის პლეი-ოფში მონაწილეობის უფლებასაც, თუ ჩვეულებრივი შესარჩევი ეტაპიდან ვერ გავლენ ფინალურ ეტაპზე.
ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრის კალათები ასეთია:
A ლიგა
I კალათა: პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია
II კალათა: იტალია, ნიდერლანდები, დანია, ხორვატია
III კალათა: სერბეთი, ბელგია, ინგლისი, ნორვეგია
IV კალათა: უელსი, ჩეხეთი, საბერძნეთი, თურქეთი
B ლიგა
I კალათა: შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი
II კალათა: შვეიცარია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ავსტრია, უკრაინა
III კალათა: სლოვენია, საქართველო, ირლანდია, რუმინეთი
IV კალათა: შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია, კოსოვო
C ლიგა
I კალათა: ისლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, ყაზახეთი
II კალათა: ფინეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, სომხეთი
III კალათა: ბელარუსი, ფარერები, კვიპროსი, ესტონეთი
IV კალათა: მოლდოვა, სან მარინო, ლატვია ან გიბრალტარი, ლუქსემბურგი ან მალტა
D ლიგა
I კალათა: აზერბაიჯანი, ლიეტუვა
II კალათა: გიბრალტარი ან ლატვია, მალტა ან ლუქსემბურგი, ლიხტანშტაინი, ანდორა