გერმანიის ბუნდესლიგის მესამე ტურში „ლევერკუზენმა“ „აინტრახტი“ დაამარცხა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე კასპერ ჰიულმანს წარმატებული დებიუტი ჰქონდა.
„ფარმაცევტებმა“ პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, ალექს გრიმალდოსა და პატრიკ შიკის გოლებით, რასაც მეორე ნახევრის დასაწყისში 19 წლის თურქის, უზუნის მორიგი გოლი მოჰყვა და სხვაობა შემცირა. მალევე „ლევერკუზენი“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, რითაც „აინტრახტმა“ ვერ ისარგებლა. 92-ე წუთზე მასპინძლებს მეორე ფეხბურთელიც გაუძევეს, მაგრამ „აინტრახტმა“ არათუ ვერ გაიტანა, არამედ გაუშვეს. გრიმალდომ შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა და დუბლი შეასრულა - 3:1.
„ლევერკუზენი“ სამი ტურის შემდეგ 4 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო „აინტრახტმა“ პირველად დამარცხდა და 6 ქულა აქვს.