„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჯანლუიჯი დონარუმაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ის იტალიელისგან არ ელოდება იმას, რასაც „სიტიში“ ედერსონი აკეთებდა.
„სატრანსფერო ბაზარმა ჯიჯოს შეძენის შანსი მოგვცა, ის 26 წლისაა, წარმოუდგენელი გამოცდილება აქვს დიდ კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებში თამაშის. ჯიჯოს იმისთვის არ დაგვიმატებია, რაც ედერსონმა გააკეთა. ჯიჯოს სხვა თვისებები აქვს, ის კარგად ითამაშებს“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა „მანჩესტერ სიტის“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ შეუერთდა და ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.