ფეხბურთი

17:36 | 13.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალის" მარტივი გამარჯვება "ნოტინგემთან"

ინგლისის პრემიერლიგის მეოთხე ტურში ლონდონის „არსენალმა“ „ნოტინგემ ფორესტი“ 3:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში ანგარიში მარტინ ზუბიმენდიმ გახდა, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე ვიქტორ გიოკერეშმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩის მიწურულს ზუბიმენდიმ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„არსენალს“ ოთხ ტურში 9 ქულა აქვს, მომდევნო ტურში 21 სექტემბერს „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. „ნოტინგემი“ 4 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 20 სექტემბერს, „ბარნლის“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092729