გერმანიის ბუნდესლიგის მესამე ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა, რომელთანაც 0:2 დამარცხდა, ხოლო ბუდუ ზივზივაძემ წითელი ბარათი მიიღო.
ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა 22-ე წუთზე მეტოქესთან უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ამის შემდეგ „ჰაიდენჰაიმმა“ ორი გოლი გაუშვა, რომლებიც სერჰუ გირასის და მაქს ბაიერის აქტივშია.
„ჰაიდენჰაიმი“ სამი ტურის შემდეგ უქულოდ ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 სექტემბერს, გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგს“ ესტუმრება. ზივზივაძეს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 3 უგოლო მატჩი აქვს, მომდევნო მატჩს კი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.