დღეს, 13 სექტემბერს, ბუნდესლიგის მე-3 ტურის ექვსი შეხვედრა იმართება. ხუთი უკვე დასრულდა. „ფრაიბურგმა“ „შტუტგარტს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ფრაიბურგელები აგებდნენ და სამივე ბურთი მე-80 წუთის შემდეგ გაიტანეს. დუბლი მიითვალა შეცვლაზე შესულმა ხორვატმა შემტევმა იგორ მატანოვიჩმა.
„უნიონ ბერლნი“ შინ „ჰოფენჰაიმთან“ 2:4 დამარცხდა. აქ დუბლი სტუმართა კოსოვოელმა თავდამსხმელმა ფისნიკ ასლანიმ მიითვალა.
„ვოლფსბურგისა“ და „კიოლნის“ მატჩში (3:3) სამი გოლი დამატებულ წუთებზე გავიდა, ბოლო კი 104-ზე სტუმართა პოლონელმა ნახევარმცველმა იაკუბ კამინსკიმ შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა.
ახლა დორტმუნდის „ბორუსიამ“ და „კიოლნმა“ 7-7 ქულა მოაგროვეს და ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. შემდეგ ოთხ გუნდს 6-6 ქულა აქვს, თუმცა დღის გვიან მატჩში „ბაიერნი“ „ჰამბურგს“ უმასპინძლებს და შესაძლოა, კვლავ გალიდერდეს.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-3 ტური. 13 სექტემბერი: ჰაიდენჰაიმი - დორტმუნდი 0:2, ფრაიბურგი - შტუტგარტი 3:1, მაინცი - ლაიფციგი 0:1, უნიონ ბერლინი - ჰოფენჰაიმი 2:4, ვოლფსბურგი - კიოლნი 3:3, ბაიერნი - ჰამბურგი მოგვიანებით გაიმართება