ჰოი მეომარნო ფეხბურთის ღმერთისა, გმირნო სახელოვანნო, სამწყსოვ უძლეველ დიეგიტოსი, ოსტატნო საკვირველნო, ფეხით, თავით და საჭიროებისას ხელით დიდად სანახაობრივად მობურთალნო, დიადნო ძმანნო და გამხარებელნო ყოველის სილამაზის მოყვარულთა მოედანსა მწვანესა ზედა, ბრაზილთა დამტყვევებელნო, გალთა რისხვავ, დიდალბიონელთა ელდავ, ტეუტონთა შემმუსვრელნო, ზიგფრიდის და მისი ძმების დამმარხავნო, ეტრუსკ-ლათინთა კოშმარულო სიზმარო, კასტილ-კატალ-ბასკთა შემაჩერებელნო, ჰოი ზეცისფერებში შემოსილნო ჯუაროსანნო, სიკეთის გამარჯვების ლეგიონო, ჟ. აველანჟის სახელობის დრაკონის ჩამძირველო არმადავ, დიადნო ვაჟკაცნო, რომელთაც „ალბისელესტეს“ გიწოდებენ - სიყვარულით, აღფრთოვანებით, შიშით და რიდით...
კეთილშობილნო და მამულიშვილნო, უწყიეთ, რამეთუ დღეთა ამას ბოლოითა აღსრულებულ არს საქმე საკვირველი ფეხბურთელთა ქვეყნად არგენტინისათა. რამეთუ მათ ყოველთა მოწინააღმდეგეთა დაუდგრომელად სძლიეს და პირველ ადგილზე გავიდნენ კონტინენტსა ზედა სამხრეთისა ამერიკისა.
ხოლო ლეო მესი, დიდებული ოსტატი და წინამძღუარი, მრავალთა გულთა სიხარულად იქმნა. თანამოძმე მისი, ჭაბუკნი და ჭაბუკთაგან ჩინებულნი, გულითა ურყევითა და სიბეჯითითა თავნი დასდეს, რათა დიდების გვირგვინი არ დაეკარგათ.
და ითქუა ყოველთა მუნ განსვენებულთა პირითა: „აჰა, არგენტინა არა მარტო ძალითა ხორციელითა, არამედ გულითაცა უძლეველ არს.“ და ესე პირველად არა არს, არამედ ვითარცა წარსულთა ჟამთა, ეგრეცა აწ, პირველ ადგილზე აღმოცენდნენ, რათა მსოფლიო ჩემპიონატსა გზაჲ ბრწყინვალებითა განაგონ.
საწყისად შესარჩევისა რაზმმა ამან გამოიჩინა ძლიერებაი და შეურყევლობაი გულითა. მოწინააღმდეგე ყოველნი ვერ დაუდგეს წინაღობასა მას „თეთრ-ცისფერისა“ და მრავალი გოლითა განიხარეს ფრიად. ხოლო დაცვა მათი ვითარცა კლდე, მტკიცე იქმნა, და მტრისა ყოველი შემოტევა ნალეწი ქმნა ვითარცა ტალღაჲ ზღვისა კლდესა ზედა.
ბელადითა ესე, დიდებული ლეო მესი, მსოფლიოშიცნობილ იქმნა ვითარცა მნათობი, რომელმან შუქითა თვისითა სხვანი დაანათლა და იმედი მისცა გულთა ათასთა. ხოლო მისთანა იყვნენ სხვანიცა, რომელნიცა ძალი და სიხარულითა დიდად აღიჭურვნენ და ვითარცა ერთობითა გულითა, ერთსულად იქმნნენ.
დე გაემგზავრეთ ქუეყანას იანკთა დასამაცხებლად ყოველთა და ჯერარნახული ბურთაობის საჩვენებლად, დიდების და უკვდავების მოსაპოვებლად, ბრმათა თვალის ასახელად, ურწმუნოთათვის ჭეშმარიტების დასანახებლად, სამყაროს უდიადეს მშვენიერებასთან საზიარებლად...
ლომებო, არწივებო, მიწის, ზეცის და ოკეანის პრინცებო, რჩეულო ოცეულო აქილევს-ჰერაკლეს-ამირან-არმანდოსი, უძველეს დროთა გმირების ღირსეულო შთამომავლობავ, მთესველნო ჩვენი უსაზღვრო სიხარულისა და უნიჭოთა ფანტაზიების მკვლელნო.
დე აიწიოს ოქროს ქმნილება თქვენი ხელით მეოთხედ, რათა იხილოს სრულიად უნივერსმა ძალა დაუმარცხებელი, ერთადერთი დემიურგი ბურთაობის სიმშვენიერისა.
გფარავდეთ სტაბილეს ხსოვნა და გოიკოეჩეას მადლი! შეგეწიოთ ოსტატობა კემპესისა და ღვთიურობა დიეგიტოსი! ბატიგოლის ნიჭი და კანიჯას სახელი იყოს საფუძველი თქვენი წარმატებისა! დე იზეიმოს სინათლემ უკუნისამდე!