1:12 | 14.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ „ბრენტფორდთან“ გამარჯვება ხელიდან 90+4 წუთზე გაუშვა

ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „ჩელსი“ „ბრენტფორდს“ ესტუმრა და გამარჯვება ხელიდან 94-ე წუთზე გაუშვა, არადა, თავიდან აგებდა. მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა.

35-ე წუთზე, „ბრენტფორდის“ თავდამსხმელმა კევინ შეიდმა ანგარიში ჯორდან ჰენდერსონის გადაცემით გახსნა. „ჩელსიმ“ გათანაბრება 61-ე წუთზე კოულ პალმერის გოლის წყალობით მოახერხა. მერე „ლურჯები“ ნახევარმცველ მოისეს კაისედოს 85-ე წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ 90+4 წუთზე ბრენტფორდელმა ფაბიო კარვალიომ ანგარიში ისევ გაათანაბრა - 2:2.

„ჩელსი“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში მეხუთე ადგილზეა, ოთხი მატჩიდან რვა ქულით. 4-ქულიანი „ბრენტფორდი მე-12-ზე.

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-4 ტური. 13 სექტემბერი: არსენალი - ნოტინგემი 3:0, ბორნმუთი - ბრაიტონი 2:1 კრისტალ პალასი - სანდერლენდი 0:0, ნიუკასლი - ვულვერჰემპტონი 1:0, ევერტონი - ასტონ ვილა 0:0, ვესტ ჰემი - ტოტენჰემი 0:3, ბრენტფორდი - ჩელსი 2:2

0.087986