„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მან ახალწვეულების ადაპტაციის პროცესზეც გააკეთა კომენტარი, რომელთა შორის გიორგი მიქაუტაძეცაა:
„მეორე გოლი ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო. მეტოქის საჯარიმოში იშვიათად ვხვდებოდით და არ ვიცოდით ან არ შეგვეძლო „ატლეტიკოსთვის“ სირთულეების შექმნა.
ახალწვეულების ადაპტაცია? რომ ვიცოდე, როდის იქნებოდნენ ახალწვეულები სრულად ინტეგრირებულები, მკითხავი ვიქნებოდი. ვეცდებით, რაც შეიძლება მალე სწრაფად ინტეგრირდნენ, ყოველ სამ დღეში ერთხელ ვთამაშობთ, რაც ვარჯიშში ხელს შეგვიშლის და საქმეს ართულებს, მაგრამ ეს არ არის საბაბი. სამწვრთნელო შტაბი ეცდება, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“, - თქვა მარსელინომ.
შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალი“ ლა ლიგაში ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში 20 სექტემბერს, „ოსასუნას“ უმასპინძლებს, ხოლო მანამდე 16 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემს“ შეხვდება.