მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან კივუმ „იუვენტუსთან“ მარცხის (3:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
წაგების მიუხედავად, რუმინელი სპეციალისტი ძალიან კმაყოფილი იყო თამაშით და აღნიშნა, რომ „ინტერს“ „იუვესთან“ ტურინში ასე კარგად არასდროს უთამაშია:
„შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ, როგორც პირველ ტაიმში, ისე მეორე ტაიმში, სამწუხაროდ, თამაშის ზოგიერთი მომენტი ვერ წავიკითხეთ, განსაკუთრებით ბოლო 10 წუთში. „იუვენტუსი“ ბურთს ტრიბუნებზე იგიერიებდა, ჩვენ - არა. ბოლო 20 წელია არასდროს მინახავს „ინტერს“ ტურინში ასე ეთამაშოს, არასდროს. სამწუხაროდ, სახლში უქულოდ ვბრუნდებით. მომავლის არ მეშინია ასეთი თამაშით, უბრალოდ, უფრო პრაგმატულები უნდა ვიყოთ, მეტოქეს მაგრად ვაჯობეთ“, - თქვა კივუმ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ სერია A-ში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და სამ ტურში მხოლოდ 3 ქულა აქვს მოპოვებული.