ფეხბურთი

13:24 | 14.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ჩემთვის ჭიქა ნახევრად ცარიელია, მატჩის ბოლო ნაწილი არ მომეწონა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ფიორენტინასთან“ გამარჯვების (3:1) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, მოგებით კმაყოფილია, მაგრამ ბოლომდე არა, რადგან მატჩის დასკვნითი ნაწილი მისი გუნდის შესრულებით არ მოეწონა:

„ცენტრალურმა მცველებმა კარგი თამაში აჩვენეს, ისევე როგორც ყველა დანარჩენმა. ჩვენ ძალიან ყურადღებიანები და კონცენტრირებულები ვიყავით და „ფიორენტინას“ თამაშის საშუალებას თითქმის არ ვაძლევდით. ბევრი შანსი გვქონდა და დე ხეამ კარგად ითამაშა. დავუპირისპირდით გუნდს, რომელიც ზედიზედ ორჯერ კონფერენს ლიგის ფინალში გავიდა, ასევე იტალიის თასის ფინალსა და ნახევარფინალში. ვსაუბრობთ გუნდზე, რომელიც წლების განმავლობაში იყო სტრუქტურირებული ყველა ტურნირში მონაწილეობისთვის და რომელსაც ჰყავს კარგი, ძლიერი მოთამაშეები.

აქ გამარჯვებამ სიხარული და ძალა უნდა მოგვანიჭოს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მატჩების მოგებით არ ვარ კმაყოფილი და ჩემთვის ჭიქა ნახევრად ცარიელია. ბიჭებმა იციან, რომ ასეთი ვარ და დღეს მატჩის ფინალური ნაწილი ბევრად უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სერია A-ში სამ ტურში 9 ქულა მოიპოვა და ლიდერობას „იუვენტუსთან“ ერთად იყოფს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.114016