საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის მეორე ჯგუფის პლეი-ოფში ახალი ზელანდიის ნაკრებთან მარცხი განიცადა და პირველ ჯგუფში გადასვლა ვერ მოახერხა.
ზურაბ ტყემალაძე ჯეიმს უოტთან ვერაფერს გახდა და ორ სეტში, 2:6, 6:7 წააგო, ხოლო ალექსანდრე ბაკშიმ ჯეკ ლოუტიტს აჯობა ორ სეტში, 6:3, 6:3. თუმცა, ბაკშისა და ალექსანდრე მეტრეველის წყვილში დამარცხდნენ, ხოლო შემდეგ ბაკშიმ უოტთან წააგო 2:6, 6:7 და საბოლოოდ, ზელანდიელებმა 3:1 გაიმარჯვეს.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრები დევისის თასზე ისევ მეორე ჯგუფში იასპარეზებს.