ევრობასკეტიდან გამოთიშვიდან ოთხ დღეში თორნიკე შენგელიამ საკლუბო სეზონისთვის მზადება დაიწყო.
ქართველი კალათბურთელი „ბარსელონას“ შეკრებაზე შეუერთდა და კლუბთან ერთად პირველად ივარჯიშა. თორნიკე „ბარსაში“ ზაფხულში „ვირტუსიდან“ გადავიდა და კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
„ბარსელონა“ ევროლიგის პირველ ტურში 30 სექტემბერს „ჰაპოელს“ შეხვდება, ხოლო ლიგა ენდესას 5 ოქტომბერს, „ვალენსიასთან“ მატჩით გახსნის.
თორნიკე შენგელიამ ევროპის ჩემპიონატზე ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ მატჩში 12.9 ქულას, 3.9 მოხსნას და 3.1 პასს აგროვებდა.









