ჭიდაობა

17:45 | 14.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე ისევ უმედლოდაა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, საქართველოსთვის ძალიან წარუმატებლად - უმედლოდ.

70 კგ წონით კატეგორიაში მედლის შანსი ჰქონდა აკაკი ქემერტელიძეს, მაგრამ რეპეშაჟში მოლდოველ ვასილე დიაკონთან 2:3 დამარცხდა, ხოლო 125 კგ წონით კატეგორიაში სოლომონ მანაშვილიც ბრინჯაოსთვის იბრძოდა, თუმცა ისიც რეპეშაჟში გამოეთიშა ტურნირს.

57 კგ წონით კატეგორიაში რობერტ დინგაშვილი პირველივე წრეში დამარცხდა აზერბაიჯანელ ისლამ ბაზარგანოვთან (1:10), რომელიც თავის მხრივ მომდევნო წრეში გავარდა და ქართველი უმედლოდ დარჩა.

74 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ელბაქიძემ პირველ წრესი უზბეკი მირზო ხიატოვი 7:1 დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში იაპონელ კოტა ტაკაჰაშისთან 0:10 წააგო, რომელიც ფინალში გავიდა და ქართველი ხვალ ბრინჯაოსთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს.

79 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძე ახმედ უსმანოვთან ვერაფერს გახდა (1:4), რომელიც თავის მხრივ მომდევნო წრეში გავარდა და ქართველსაც რეპეშაჟის შანსი არ მიეცა.

92 კგ წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძემ ბაჰრეინელ მაგომედ შარიპოვს 2:1 სძლია, თუმცა მეოთხედფინალში ამერიკელ ტრენტ ჰიდლეისთან 1:6 დამარცხდა.

მანამდე უმედლოდ დარჩნენ გიორგი ღონიაშვილი (61 კგ) და ტარიელ გაფრინდშვილი (86 კგ).

ორშაბათს კიდევ ორი ქართველი ჩაერთვება ასპარეზობაში: გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ) აბდულა ასაფს შეხვდება, ხოლო გივი მაჭარაშვილი (97 კგ) მერვედფინალიდან ჩაერთვება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174948