ჩეხეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში ვახტანგ ჭანტურიშვილის „იაბლონეცმა“ საკუთარ მოედანზე ლუკა ხარატიშვილის „პარდუბიცე“ 3:2 დაამარცხა.
ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასით გამოირჩა. მისი გადაცემით ლამინ ჯავომ გაიტანა, რომელმაც თავი 33-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში 2:0 გახადა. სტუმართა შორის ლუკა ხარატიშვილი სათადარიგო სკამზე იყო.
„იაბლონეცი“ 18 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „პარდუბიცე“ ორი ქულით ბოლო პოზიციას იკავებს.