ინგლისის პრემიერლიგის მეოთხე ტურში „ლივერპული“ „ბარნლის“ ესტუმრა, რომლის წინააღმდეგ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ძალიან მძიმედ.
მატჩი უგოლო ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ „ბარნლის“ მდგომარეობა მატჩის ბოლოს დამძიმდა: 84-ე წუთზე მასპინძლებს ფეხბურთელი გაუძევეს, ხოლო 10 წუთში საჯარიმოში ხელით თამაშის გამო პენალტით დაისაჯნენ.
მოჰამედ სალაჰმა შეცდომა არ დაუშვა და 95-ე წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანით გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა - 0:1. გიორგი მამარდაშვილი კვლავ დებიუტის მოლოდინშია და სათადარიგო სკამზე დარჩა.
„ლივერპული“ 12 ქულით ლიდერობს პრემიერლიგას, 17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს, ხოლო 20 სექტემბერს, მერსიაიდულ დერბიში - „ევერტონს“.