„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოთხე ტურში „ლანსთან“ მატჩში ტრავმა მიიღო.
კვარას წინააღმდეგ ოდსონ ედუარმა შეხვედრის სტარტზე მეხუთე წუთზე იუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველმა თამაში გააგრძელა, მაგრამ 28-ე წუთზე შესაცვლელი მაინც გახდა. ედუარის უხეშობის კვალი მის ფეხზე ასახული იყო.
ჯერჯერობით, დაზიანების სიმძიმე უცნობია, ხვიჩამ მოედანი თავისი ფეხით დატოვა. აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს უსმან დემბელე და დეზირე დუეც ტრავმირებული ჰყავს.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ერთი მატჩი ტრავმის გამო უკვე გამოტოვა. მას ოთხ მატჩში შედეგიანი მოქმედება არ აქვს.









