კალათბურთი

20:20 | 14.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბერძნეთმა ევრობასკეტზე მესამე ადგილი დაიკავა

ევრობასკეტზე საბერძნეთის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. ვასილის სპანულისმა გუნდმა ფინეთის ნაკრები დრამატულ ბრძოლაში, 92:89 დაამარცხა.

საბერძნეთი თავიდან უკეთესი იყო და პირველი ტაიმის შემდეგ 14-ქულიანი უპირატესობით იგებდა. მესამე პერიოდში ფინელებმა მხოლოდ ქულით შეამცირეს სხვაობა, მაგრამ მეოთხე პერიოდში ფინეთის ნაკრებმა ბერძნები ძალიან ანერვიულა.

ბერძნები მატჩის დასრულებამდე 3:42 წუთით ადრე 17 ქულით იგებდნენ (84:67), ხოლო სამ წუთზე ნაკლები დროის შემდეგ უპირატესობა მხოლოდ 4 ქულა იყო (86:82).

ამრიგად, ფინეთმა მოახერხა თამაშში დაბრუნება და მატჩის დასრულებამდე 4 წამით ადრე ანგარიში სულაც 90:89 იყო, როცა ჯარიმა ააცილა ფინელმა კალათბურთელმა, რომ ჩაეგდო ანგარიშს ათანაბრებდა. მოხსნაზე ვალტუნენმა აჯობა ბერძნებს და რომ ჩაეგდო, თავის გუნდს მოაგებინებდა, მაგრამ ააცილა, რაც გადამწყვეტი გამოდგა. დარჩენილ დროში იანის ანტეტონკუმპომ ორი ჯარიმა ჩააგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 92:89.

საბერძნეთის ნაკრებში იანისი იყო საუკეთესო ორმაგი დუბლით - 30 ქულა, 17 მოხსნა. 15 ქულა მიითვალა ვასილიოს ტოლიოპულოსმა, ხოლო ტაილერ დორსის აქტივში 20 ქულაა. ფინეთში 19 ქულით და 10 მოხსნით გამოირჩა ლაური მარკანენი, 18 ქულით ელიას ვალტონენი, 15 ქულით ოლივერ ნკამოა, ხოლო 13 ქულით მიკაელ იანტუნენი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094628