„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოთხე ტურში „ლანსი“ ადვილად, 2:0 დაამარცხა.
ლუის ენრიკეს გუნდს დეზირე დუე და უსმან დემბელე აკლდა, პირველივე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელია გამოაკლდა, მაგრამ მაინც ძალიან ადვილად მოიგო. დუბლი შეასრულა ბრედლი ბარკოლამ, რომელმაც თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა - 2:0.
რაც შეეხება კვარაცხელიას, მის წინააღმდეგ მატჩის სტარტზე ოდსონ ედუარმა იუხეშა, 28-ე წუთზე კი დაზიანება გაუმიზეზდა და შეცვლა მოითხოვა. მან მოედანი თავისი ფეხით დატოვა, მაგრამ ფეხზე ტრავმის კვალი ეტყობოდა. ჯერჯერობით, ცხადია უცნობია ტრავმის ხარისხი, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„პარი სენ-ჟერმენი“ ოთხი ტურის შემდეგ უდანაკარგოა და 12 ქულით ლიდერია, ხოლო მომდევნო ტურში 21 სექტემბერს, „მარსელს“ ესტუმრება, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე 17 სექტემბერს, „ატალანტას“ უმასპინძლებს.