ფეხბურთი

21:20 | 14.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

აბუაშვილმა წიტაიშვილი შეცვალა: "მეცმა" პირველი ქულა მოიპოვა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში „მეცმა“, სადაც გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი თამაშობენ, პირველი ქულა მოიპოვა.

„მეცს“ მოგებაც შეეძლო მეოთხე ტურში „ანჟერთან“, რადგან ჟან-ფილიპ გბამინის გოლით მე-14 წუთზე დაწინაურდა, ხოლო 64-ე წუთზე პენალტიც შეასრულა, მაგრამ ჰაბიბ დიალომ მეკარეს ვერ აჯობა.

90-ე წუთზე კი, „მეცი“ დაისაჯა, პენალტი თავად გაუშვა და ანგარიში გათანაბრდა - 1:1. გიორგი წიტაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთამდე ითამაშა. მის ნაცვლად მოედანზე გიორგი აბუაშვილი შევიდა, თუმცა არცერთი ქართველს თავი დიდად არაფრით გამოუჩენია.

„მეცს“ ოთხ ტურში ერთადერთი ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 21 სექტემბერს, „მონაკოს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094203