ფეხბურთი

22:50 | 14.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულ ლიგაში ლიდერი შეიცვალა

საქართველოს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ლიდერი პირველად შეიცვალა: 24-ე ტურის შემდეგ „იბერიას“ „დილამ“ გადაასწრო.

ჩემპიონი „იბერია“ მოულოდნელად დამარცხდა ფოთის „კოლხეთთან“. მეორე ტაიმში ნიკა კაპანაძემ და დავით ფაღავამ მასპინძლებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. „კოლხეთმა“ 29 აპრილის შემდეგ პირველი თამაში მოიგო და 12-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა.

„იბერია“ 52 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდება, ხოლო ფოთის „კოლხეთი“ 18 ქულით მეათეა და „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.

„იბერიას“ წაგებით გორის „დილამ“ ისარგებლა, რომელმაც „დინამო ბათუმი“ 2:0 დაამარცხა. თუმცა, გორელებს ძალიან გაუჭირდათ, მიუხედავად იმისა, რომ „დინამო“ მე-13 წუთიდან 10, ხოლო 66-ე წუთიდან 9 კაცით თამაშობდა, რადგან გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ორი ფეხბურთელი გაუძევეს.

ამის მიუხედავად, 85-ე წუთამდე უგოლო ფრე იყო, თუმცა შემდეგ გორელებმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილისა და ხლაიხალ აბდალას გოლებით 2:0 გაიმარჯვეს.

„დილა“ 53 ქულით პირველ ადგილზე გადავიდა, მომდევნო ტურში „სამგურალს“ შეხვდება, ხოლო „დინამო ბათუმი“ 35 ქულით მეხუთეა და „თელავს“ გაეჯიბრება.

„იბერია“ „კოლხეთი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 კაპანაძე (73), 0:2 ფაღავა (90)

„დილა“ – „დინამო ბათუმი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ანდრონიკაშვილი (85. პენ), 2:0 ხლაიხალი (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086871