იტალიის სერია A-ს მესამე ტურში „მილანმა“ „ბოლონია“ 1:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.
მასიმილიანო ალეგრის გუნდს 3 ქულა ლუკა მოდრიჩმა მოუტანა, რომელმაც სადებიუტო, თანაც გამარჯვების გოლი გაიტანა. ხორვატმა მეტოქის კარი 61-ე წუთზე დალაშქრა.
მოდრიჩი (40 წლის და 5 დღის) გახდა ყველაზე მხცოვანი ნახევარმცველი ისტორიაში, რომელმაც სერია A-ში გოლი გაიტანა. მან ნილს ლიდჰოლმის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც 1961 წლის 26 მარტს, 38 წლის ასაკში გაიტანა გოლი.
„მილანს“ სამ ტურში 6 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი 20 სექტემბერს, „უდინეზეს“ სტუმრად შეხვდება.