ფეხბურთი

0:21 | 15.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილის საგოლე პასი ბოსნიის ჩემპიონატში

ბოსნიის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში გიორგი გულიაშვილმა საგოლე პასი მიითვალა, ხოლო „სარაევო“ სტუმრად „შიროკი ბრიეგთან“ 1:2 დამარცხდა.

გულიაშვილმა 45-ე წუთზე საჯარიმოში ბრწყინვალედ ჩააწოდა და მიჰაელ კუპრეშაკმა თავური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი, მაგრამ ეს პრესტიჟის გოლი გამოდგა.

გულიაშვილს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში გოლი არ გაუტანია, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„სარაევოს“ მხოლოდ 7 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა, 20 სექტემბერს კი „ველეზ მოსტარს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093741