თამაშგარე

9:50 | 15.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

დუშან ვლაჰოვიჩის ოჯახური წინააღმდეგობები

ტურინის „იუვენტუსის“ სერბი შემტევის, დუშან ვლაჰოვიჩის ოჯახი მუდამ მრავალი წინააღმდეგობებითა იყო სავსე და მობურთალს არასოდეს დაუმალავს რომ მატერიალურ სირთულეებში გაიზარდა. სწორედ ამიტომაც მისი ოჯახი იყო იძულებული სერბეთიდან დასავლეთ ევროპაში წლების წინ გადახვეწილიყო.

დუშანი ახლაც დიდ ყურადღებას აქცევს მატერიალურ საკითხებს და ამას მისი შეყვარებული, ასევე სერბი ვანია ბოგდანოვიჩიც ადასტურებს. მისი თქმით, „იუვეს“ ფეხბურთელი ფულს არასოდეს ფლანგავს და ფინანსურ ამბებში ერთობ პრაქტიკული ადამიანია.

ეს სერბული წყვილი 2019 წლიდან საკმაოდ რთულ ურთიერთობებშია. რამდენჯერმე დაშორდნენ კიდეც, თუმცა ყველა დაშორების შემდეგ დუშანის ინიციატივით ურთიერთობას თავიდან იწყებენ და ასე წვალებით მოაღწიეს აქამდე. ბულვარული მედია ხშირად სპეკულირებდა, რომ თითქოს მათი ურთიერთობა საბოლოოდ დასრულდა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ორი ადამიანი ერთმანეთთან მართლა უხილავი ძაფებითაა დაკავშირებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092794