2026 წლიდან სექტემბრისა და ოქტომბრის სანაკრებო შესვენებები გაერთიანდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკრებები ზედიზედ 4 ოფიციალურ მატჩს გამართავენ. აღნიშნული გადაწყვეტილება FIFA-მ ოფიციალურად დაადასტურდა.
როგორც იცით, აქამდე ნაკრებებს ორი მატჩის გამართვა სექტემბერში უწევდათ, ხოლო ორის ოქტომბერში. მომდევნო სეზონიდან კი, სანაკრებო შესვენება 21 სექტემბერს დაიწყება და 6 ოქტომბერს დასრულდება. რაც შეეხება ნომბერს, აქ ყველაფერი უცვლელი რჩება და ნაკრებები 9-დან 17-მდე 2-2 შეხვედრას ჩაატარებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო 14 ოქტომბერს სტუმრად თურქეთს დაუპირისპირდება.