ფეხბურთი

12:43 | 15.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

8 სეივი და საუკეთესო შეფასება, "ტრაბზონსპორში" ონანას დებიუტი შედგა

29 წლის კამერუნელი მეკარის ანდრე ონანას დებიუტი "ტრაბზონსპორში" ოფიციალურად შედგა. თურქეთის სუპერლიგის მე-5 ტურში "ფენერბახჩემ" საკუთარ მოედანზე "ტრაბზონსპორს" უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

მარცხის მიუხედავად, მოედანზე ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო სტუმართა ახალწვეული ანდრე ონანა გახდა, რომელმაც ჯამში 8 სეივი დააგროვა და წამყვანი სტატისტიკური საიტების მიხედვით ყველაზე მეტი 7.9 შეფასება მიიღო. შეხვედრაში ერთადერთი გოლი იუსეფ ენ ნესირის ანგარიშზეა, რომელმაც თავი პირველი ტაიმის მიწურულს გამოიჩინა და თავის გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

ანდრე ონანა "მანჩესტერიდან" "ტრაბზონსპორში" ერთწლიანი იჯარით ითამაშებს და სეზონის დასრულების შემდეგ ინგლისში დაბრუნდება.

ცნობისთვის, "ფენერბახჩეს" ხუთი ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება, თანაც საბულელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ნათამაშები. რაც შეეხება "ტრაბზონს", მათაც 10 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე არიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094164