ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი გერმანიის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ფინალში თურქეთის ნაკრებს 88:83 აჯობა და ისტორიაში მეორედ გახდა აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული.
FIBA-მ წლევანდელ ჩემპიონატზე საუკეთესოები გამოავლინა და როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესო მოთამაშის ტიტული დენის შროდერს ერგო, გერმანელი გამთამაშებლის საშუალო სტატისტიკა ევრობასკეტზე 20.9 ქულა, 3.5 მოხსნა და 6.6 შედეგიანი გადაცემა იყო. საუკეთესო დამცველის ჯილდო გერმანელ ისაკ ბონგამ დაისაკუთრა, რომელიც ასევე ფინალური მატჩის MVP გახდა. ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად ფინელი მიკა მურინენი გახდა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო თურქეთის თავკაცმა ერჯინ ატამანმა დაისაკუთრა.
FIBA-მ ასევე ტურნირის საუკეთესო ხუთეული დაასახელა:
დენის შროდერი (გერმანია), ლუკა დონჩიჩი (სლოვენია), ფრანც ვაგნერი (გერმანია), იანის ანტეტოკუმპო (საბერძნეთი), ალპერენ შენგუნი (თურქეთი).









