ფეხბურთი

14:56 | 15.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არაა და შესაძლოა, "ატალანტასთან" ითამაშოს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ალბათობით, ითამაშებს.

Foot mercato-ს ცნობით, პირველმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ხვიჩას წვივის არეში დარტყმა აქვს მიღებული, მაგრამ ტრავმა არ აღენიშნება, ამიტომაც, 17 სექტემბერს, „ატალანტას“ წინააღმდეგ უნდა ითამაშოს.

საბოლოო გადაწყვეტილება ლუის ენრიკეზე იქნება, რომელიც გარისკავს თუ არა, უცნობია. შეიძლება მან ქართველის დასვენება გადაწყვიტოს და ხვიჩა პსჟ-ს კვირის ბოლოს, „მარსელთან“ მატჩში დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ლანსთან“ მატჩის პირველ ტაიმში შეცვალეს. მის წინააღმდეგ ოდსონ ედუარმა იუხეშა და პსჟ-ს ლიდერს ჩარტყმის კვალიც ეტყობოდა.

„პარი სენ-ჟერმენი“ 17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ატალანტას“ შეხვდება. კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ფრანგული გუნდის მაისურით ოთხი უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.181002