ფეხბურთი

16:26 | 15.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"არცერთი ყვითელი ბარათი" - როი კინმა "მანჩესტერის" ფეხბურთელები გააკრიტიკა

ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტურში მანჩესტერული დერბი გაიმართა, სადაც "სიტიმ" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერი" დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, "მანჩესტერის" ლეგენდამ როი კინმა Sky Sports-თან ინტერვიუში მატჩი შეაფასა და რუბენ ამორიმის ფეხბურთელები მკაცრად გააკრიტიკა.

"არცერთი ყვითელი ბარათი, არცერთი. ეს "მანჩესტერული" დერბია, წვიმაა და ყველაფერი მზადაა ვარდნისთვის და ბრძოლისთვის. როდესაც ასეთ თამაშს თამაშობ, ერთი კვირის განმავლობაში საწოლიდან ადგომა არ უნდა შეგეძლოს. ჩვენ კი რას ვხედავთ? არანაირი მონდომება, არანაირი შეჯახება, არანაირი მცდელობა დაბლოკო მოწინააღმდეგის მცდელობა. ფეხბურთი კონტაქტური სპორტია.

"ყველაფერი ისევ ისეა, როგორც გასულ სეზონში და ვერ ვხედავ ვერცერთ ნიშანს, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. კლუბი უამრავ ფულს ხარჯავს, მოჰყავს ახალი ფეხბურთელები, თუმცა არაფერი იცვლება." - განაცხადა კინმა.

ცნობისთვის, „მანჩესტერ სიტიმ“ ორმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და 6 ქულა დააგროვა, ხოლო „იუნაიტედს“ 4 ქულა აქვს. მომდევნო ტურში ორივეს პრინციპული მეტოქე ჰყავს: „სიტი“ „არსენალს“ ესტუმრება, ხოლო „მანჩესტერი“ „ჩელსის“ შინ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092924