მადრიდის „რეალს“ ჯუდ ბელინგემი და ედუარდო კამავინგა დაუბრუნდნენ. ორივე ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „მარსელთან“ მატჩისთვის განაცხადში მოხვდნენ.
ბელინგემი ორი თვე ვერ თამაშობდა მხრის ოპერაციის გამო და მისი დაბრუნება ოქტომბერში იყო სავარაუდო, მაგრამ როგორც ჩანს, უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება კამავინგას, ის აპრილის ბოლოდან მოყოლებული მყესის კუნთის დაზიანების გამო ვერ თამაშობდა. ჯერჯერობით, უცნობი, რამდენი წუთის სათამაშოდ არიან ისინი მზად.
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში 16 სექტემბერს, „მარსელს“ უმასპინძლებს.