ფეხბურთი

19:45 | 15.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა ისევ ტრავმირებულია

„რომას“ პაულო დიბალა გამოაკლდა. არგენტინელი შემტევი „ტორინოსთან“ მატჩში დაშავდა და შესვენებაზე შეცვალეს.

სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ დიბალას ბარძაყის დაზიანება აღენიშნება, რის გამოც 2-3 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. მათ შორის, გამოტოვებს 21 სექტემბერს გასამართ რომაულ დერბის „ლაციოს“ წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, „რომამ“ სერია A-ს სამ ტურში 6 ქულის მოპოვება შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09524